პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხროციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად