1. შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსია ენიშნებათ:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას ენიშნებათ ერთმანეთის ადეკვატური ოდენობის პენსია.
3. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღ
უდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია განისაზღვრება მინიმალური პენსიის ოდენობით. ამავე ოდენობით პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.
4. სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო.
5. „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს უნარჩუნდება შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში მორიგ გადამოწმებამდე, რის შემდეგაც იმა
ვე სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსია.
6. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა დადგენილი აქვთ უვადოდ, უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით.
7. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვისაც 18 წლის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მომდინარეობს ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 8. პენსია შეზღუდული შესაძლებლობის გამო
თავი III — პენსიის დანიშვნა ძირითადი საფუძვლების შესაბამისად
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №050310019003127990
…ცნო და მიუთითა შემდეგზე: 1.2.1. 2018 წლის 01 დეკემბერს 01 წლიანი მინდობილობის მოქმედების ვადის გასვლის გამო შეჩერდა პენსია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 1.2.2. 2018 წლის 03 დეკემბრის…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
- მუხლი 5. პენსიის მიღების უფლება
- მუხლი 9. პენსია მარჩენალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 10. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა საპენსიო უზრუნველყოფა
- მუხლი 11. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა
- მუხლი 12. პოლიტიკური რეპრესიის გამო მსხვერპლად აღიარებულ პირთა და გარდაცვლილის ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა
- მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია
- მუხლი 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-8/