ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სრული სახელმწიფო კმაყოფა – კვებით, თავშესაფრითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა ინსტიტუციებში მყოფი პირებისა, რომლებიც არიან სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში;
ბ) შრომისუუნარო – არასრულწლოვანი 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის მქონე პირი;
გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული;
დ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საჯარო სამართლის იურიდიულ პირ (სახელმწიფო), აგრეთვე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი, სკოლის გარეშე), აგრეთვე იურიდიულ პირ – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პედაგოგიურ, სამეცნიერო, აკადემიურ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა.
თავი II
პენსიის დანიშვნ