1. პროგრამული გატანით გასაცემი პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღეს, იმავე დღეს არსებული, უახლესი მონაცემების გათვალისწინებით.
2. ყოველთვიური პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება შემდეგი ფორმულით: MP= (PA -OA) / T,სადაც:
MP არის ყოველთვიური პენსია;
PA არის პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების ღირებულება, დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
OA შედარების შედეგად იდენტიფიცირებული შესაძლო ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
T არის გადაანგარიშების დღის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პენსიის მიმღების სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.
3. პენსიის ოდენობის გადაანგარიშების დღეს საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, აცნობებს პენსიის მიმღებს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. გადაანგარიშებული პენსია ფიქსირებულია პენსიის მიმღების ასაკის შემდგომი შეცვლის თვის ბოლომდე.
4. პენსიის გადაანგარიშებული ოდენობის გაცემა დაიწყება პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის შემდგომი თვიდან.
5. პენსიის გადაანგარიშების დღეს საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შედარებას და შედარების შედეგად გამოვლენილი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-11-ე და მე-12 პუნქტების, ასევე მონიტორინგის წესის შესაბამისად.
შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების წე