1. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილისათვის ერთიანი გადახდით პენსიის დანიშვნის შესახებ და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები. პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი გაწევრიანდეს (მათ შორის ნებაყოფლობით) დაგროვებით საპენსიო სქემაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო ფონდი, პენსიის მიმღების საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, გასცემს მის საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამის თანხას შედარების შედეგად გამოვლენილი სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პენსიის მიმღების მიერ მისაღები საპენსიო აქტივების ღირებულება დაიბეგრება  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესი