1. მონაწილეს უფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს ნებისმიერ ასაკში, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.
2. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.
3. საპენსიო ფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას 1. მონაწილეს უფლება მოსილიაქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენებისმიოერ ასაკშის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღთვრალისწინებული ერთ-ერთი ფორმით. 2. საპენსიო სააგენტფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას. 3. საპენსიო ფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით. 4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.