1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია:
ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად.
2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.
3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირის სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).
4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად. ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება აგრეთვე დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა.
5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. ნდობითი ვალდებულების დარღვევა 1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად; ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი; გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად. 2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება. 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მგანზრახო ან უხეში გაუფრთხილებლოდბით ამ მუხლით განსაზღთვრალისწინებული ვალდებულების დარღვევა, (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირების სასარგებლოდ გამოყენება, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის თან აფილირებული პირია). 4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად. ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება აგრეთვე დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა. 5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.