მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
თავი VI — ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები
1. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა ამ კანონის დარღვევაა.
2. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება), ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა, აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის აუნაზღაურებლობა ამ კანონის დარღვევაა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. დასაქმებულის გდანსაზღვგრული შოვენატანბით ს საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანის გა და საკუთანხორცი საპენსიო შლენატანბის გვალდაუხდელობა 1. საპულენსბიო ს დააგრღვენტოშივა 1. დასაქმებულის გდანსაზღვგრული შოვენატანბით ს საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა არის ამ კანონის დარღვევაა. 2. დამსაქმებლის მიერ საპენსიო სშენატანის გეანტხოშრციელების ვალდებულების დამრღვევა (შეუსრულებლობაქმ ან/და არაჯეროვნად შესრულება), ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვერპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის გა დნუხორციელებლობა ს, აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის გადუნაზღაუხდრებლობა არის ამ კანონის დარღვევაა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 4. დასაქმებულის გაწევრიანება საპენსიო სქემაში და რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში— საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუხლი 16. საპენსიო შენატანის შეცდომით, ნაკლებობით ან ზედმეტად განხორციელება— საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ