1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს წარმოეშობა უფლება, მიიღოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაანგარიშებული პენსია, კანონით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია:
ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით;
ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით;
გ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით. აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
გ.ა) მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან
გ.ბ) საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება საპენსიო ფონდის მიერ მონაწილის შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
3. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევისას არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებით, საპენსიო შენატანის განხორციელება გრძელდება კანონის და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მონაწილის მიერ პენსიის/საპენსიო აქტივების მოთხოვნამდ