1. შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პენსია, კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.

2. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია შესაძლოა გაიცეს:

ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრული წესით;

ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-19 მუხლით განსაზღვრული წესით;

გ)  ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესი