1. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

2. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები:

ა) მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით (თუკი ის საპენსიო სქემის მონაწილეა), წინამდებარე ინსტრუქციის 21-ე მუხლით განსაზღვრული წესით;

ბ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესი