1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, უზრუნველყოს რეკლამასთან დაკავშირებით არსებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე, საპენსიო სქემასთან დაკავშირებული სარეკლამო პროცესი წარმართოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, კვალიფიციურად და დაიცვას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები საპენსიო სქემის რეკლამასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას.

2. საპენსიო სქემის (საინვესტიციო პორტფელის) შეთავაზებისას/რეკლამირებისას დაუშვებელია:

ა) შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება/პოტენციური მონაწილისთვის მიწოდება;

ბ) საინვესტიციო მიდგომების დეტალური აღწერა შეიცავდეს კონკრეტული საინვესტიციო ამონაგების შესახებ დაპირება