ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უნდა იცავდნენ პროფესიონალიზმის სულ მცირე  შემდეგ სტანდარტებს:

ა) კანონმდებლობის ცოდნა – პირები სრულად უნდა იცნობდნენ და შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. თუ ერთსა და იმავე სტანდარტზე ჩანაწერს შეიცავს როგორც ეს წესი, ასევე სხვა სამართლებრივი აქტი, პირმა უნდა დაიცვას უფრო მკაცრი სტანდარტი. პირები შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას;

ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – პირები გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათი ან სხვების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას;

გ) შეცდომაში შეყვანა – პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ სხვა პირები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და ინფორმაციის მიწოდებისას;

დ) დაუშვებელი ქცევა – პირები არ უნდა ჩაებნენ ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, თაღლითურ ქმედებას, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზ