საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, მმართველობით საბჭოს წევრებს და დირექტორებს აქვთ სულ მცირე შემდეგი ვალდებულებები საპენსიო ფონდის მიმართ:

ა) ერთგულება – იმოქმედონ საპენსიო ფონდის სასარგებლოდ, რაც მოიცავს მათი უნარებისა და კომპეტენციების გამოყენებას, კონფიდენციალურობის დაცვასა და საპენსიო ფონდისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

ბ) შეთანხმებები დამატებით კომპენსაციაზე – არ მიიღონ საჩუქრები, სარგებელი, კომპენსაცია, რომელიც საპენსიო ფონდის ინტერესებს ეწინააღმდეგება ან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან შექმნას ინტერესთა კონფლიქტი საპენსიო ფონდთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა;

გ) ხელმძღვანელთა ვალდებულება – ხელმძღვანელი პირები მუდმივად უნდა ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული პირის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან, წესებთან, რეგულაციებთან, ამ წესთან და საპენსიო ფონდის შიდა სტანდარტებთა