1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება საპენსიო ფონდის თანამშრომლებზე, მმართველობითი საბჭოს წევრებსა და დირექტორებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან საქმიანობისას იმოქმედონ, სულ მცირე, შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მონაწილეების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიმართ;

ბ) პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ პროფესიული პატიოსნება და მონაწილეების ინტერესები;

გ) პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;

დ) იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ ეთიკურად და კეთილსინდისიერა