1. რისკის მართვის ჩარჩოს ფარგლებში, საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რომლის მიზანია საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის იმგვარად დაგეგმვა, რომ გაუთვალისწინებელი და ფორსმაჟორებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს საქმიანობის უმოკლეს ვადაში  აღდგენა.

2. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს საპენსიო ფონდის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას და დეტალურად ასახავდეს საპენსიო ფონდის გეგმებს და რეაგირების მექანიზმებს გაუთვალისწინებელი სიტუაციების/მოვლენების დაფიქსირებისას.

3. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას.

4. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შედგებოდეს შემდეგი საფეხურებისგან:

ა) საქმიანობაზე ზეგავლენის ანალიზი (ორიენტირებული კრიტიკულ პროცესებზე);

ბ) რისკების შეფასება;

გ) რისკის მართვა;

დ) რისკების მონიტორინგი;

ე) რეგულარული ტესტირება.

5. საპენსიო ფონდი ვალდებულია, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირება და მისი შედეგები აღრიცხოს დეტალურად როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით და შეინახოს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობი