1. საპენსიო ფონდი ვალდებულია აწარმოოს და დროულად განაახლოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩანაწერები.
2. საპენსიო ფონდმა, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, უნდა უზრუნველყოს მის მიერ წარმოებული ჩანაწერებისა და ანგარიშების სიზუსტე და სისრულე.
3. საპენსიო ფონდის ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.
4. მმართველობითი საბჭოს და კომიტეტის ოქმები უნდა ინახებოდეს უვადოდ როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით.
5. საპენსიო ფონდი ვალდებულია თანაინვესტირების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული ან შექმნილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტები შეინახოს უვადოდ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით).
6. ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და უნდა ინახებოდეს ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით, სულ მცირე, 10 (ათი) წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს შენახვის უფრო ხანგრძლივ ვადას.
7. საპენსიო ფონდის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაშ