1. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის (შემდგომში – დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი) მიზანია საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
2. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმს წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო ფონდში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და გაუქმების, ასევე, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზ