1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ეფექტურად წარმართვისათვის დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
2. პირს ეკრძალება იყოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. დროებით ადმინისტრატორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გამოცხადებულია გაკოტრებულად.
3. დროებით ადმინისტრატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
4. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი) წლის გამოცდილებ