1. დროებით ადმინისტრატორზე გადადის საპენსიო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

2. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს საპენსიო ფონდის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები.

3. საპენსიო ფონდის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საპენსიო ფონდის მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 (ერთი) წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საპენსიო ფონდთან დაკავშირებულმა პირებმა საპენსიო ფონდის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საპენსიო ფონდისთვის ან საპენსიო სქემის მონაწილეთათვის ზიანის მიყენება.

4. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში, თუ მისი მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

5. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის გადაწყვეტილებები შესაძლოა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას. წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შესაძლოა განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ნებისმიერ სხვა ეტაპზ