1. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული მომენტიდან.

2. ამ წესის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება საპენსიო ფონდის სახელით და მისი ხარჯებით დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშ