1. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით მონაწილე ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო;

ბ) მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტი) ამონაწერის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან სსე აქტის ამონაწერის ორიგინალის სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ფონდის მიერ დადასტურებული ასლი, ან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილი სსე აქტის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

გ) ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში, საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გაცემა; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;

დ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:

დ.ა) ხელშეკრულება სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერები სანოტარო წესით უნდა იქნას დამოწმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  ხელშეკრულების ასლის წარდგენის შემთხვევაში, ასეთი ასლის დედანთან სისწორე ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ.ბ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში  საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მთლიანი საპენსიო აქტივების გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „დ.ა“ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გაცემულია შესაბამისი ბანკის მიერ ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია; განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 2(ა)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით მონაწილის წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია; განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 2 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული, საპენსიო ფონდისათვის წარსადგენი დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის მოთხოვნის შესახებ სტანდარტული განცხადების ფორმა, ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ამისათვის გამოყოფილ ველებში ატვირთოს ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის გაგზავნ