1. „სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
ა) პენსიონერის გარდაცვალება;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელება; აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა კატეგორიის პენსიონერზე, მიუხედავად პენსიის მიღების უფლების მოპოვების ვადისა, გარდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
გ) პირის საქართველოდან მუდივად საცხოვრებლად წასვლა;
დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ „მარჩენალის შრომის პენსია” უგრძელდებათ პენსიის გაცემა 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო თუ არ დადგა ამ „სახელმწიფო პენსიის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
ი) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (გარდა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და ამ წესის IV თავით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებული პირისა) დადგენილ ვადაში გადამოწმების შემდგომ იმა
ვე სტატუსის მინიჭება;
კ) შეჩერებული პენსიების შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდგომ;
ლ) პირადი განცხადება;
მ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა (გარდა წინასწარი პატიმრობისას და ხანდაზმულთა თავშესაფარში ყოფნისას, სადაც პენსიონერს ეძლევა კუთვნილი პენსიის 20%);
ნ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
2. აღნიშნული გარემოებებით პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, პენსიის გაცემა შეწყდება ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის დღიდან
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 19. პენსიის შეწყვეტა
თავი V — პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები
- მუხლი 18. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის გაცემა პროგრამული გატანით
- მუხლი 16. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა ერთიანი გადახდით
- მუხლი 26. პენსიის მიმღების რეკვიზიტების ცვლილება
- მუხლი 32. პენსიის პროგრამული გატანა
- მუხლი 14. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა პროგრამული გატანით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია
- მუხლი 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა:
- მუხლი 15. პენსიის დასანიშნად მიმართვა
- მუხლი 16. განცხადების განხილვა და პენსიის დანიშვნა
- მუხლი 17. პენსიის გაცემა
- მუხლი 18. პენსიის შეჩერება
- მუხლი 20. პენსიის განახლება-ახლის დანიშვნა
- მუხლი 21. პენსიის გადაანგარიშება
- მუხლი 22. გარდამავალი დებულება
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 19, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-19/