1. პენსიის დასანიშნად მიმართვა ხდება პენსიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
2. პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადება შეიტანება ფონდის ფილიალებში მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) ასაკით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში – მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი;
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქმედუუნარო პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი მეურვის პირადობის მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი;
გ) მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა;
გ.ა) დედმამით ობოლ ბავშვზე – მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებს – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი; მეუღლე – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილი (ნაშვილები) – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ომის მონაწილეებზე პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ომის ინვალიდებზე – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;
ვ) ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირებს პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, მისი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია,რომლიდანაც იქნა მივლინებული);
ზ.ა) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად მონაწილეობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია,რომლიდანაც იქნა მივლინებული);
თ) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული „9 აპრილის” მონაწილის საბუთი;
თ.ა) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა – პირადობის მოწმობა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული „9 აპრილის” მონაწილის საბუთი;
ი)  „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
ი.ა) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვლების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებმა – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. მეუღლეებმა – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილმა (ნაშვილებმა) – პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი.
4. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, პენსიის დანიშვნისათვის, საჭირო საბუთებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების შესახებ (აღნიშნული არ ვრცელდება მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, მშობელზე (მეურვეზე) საპენსიო საქმის გახსნისათვის),ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს არანაირ პენსიას ან სოციალურ დახმარებას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქე
დაც იგი ითვლება