1. პენსიის დანიშვნის საკითხს ფონდი იხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. შეზღუდული შესაძლებლობის და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
3. მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან