1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციისა (შემდგომში – კოპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის (შემდგომში – სტიპენდია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად გამართული სისტემის ჩამოყალიბება