1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის.
2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება.
3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს.
4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით.
5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. საპენსიო სააგენტფონდის შექმნა 1. საპენსიო სააგენტფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის. 2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება. 3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს. 4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტფონდის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 35. საპენსიო სააგენტფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებიას ზღთან დაკავშირულ ოდენობით საპებნსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.