1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.
3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.
4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;
გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. 3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივი ბინად მცხოვრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-1232(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
…განსაზღვრულ ერთიანი გატანით პენსიის მიმღებ სუბიექტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და…
…შესაბამისობა. 7. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილი/ჩადენილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელს მონაწილის მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის VI1 თავისა და 379 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის…
…აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).“.“; ბ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-7 პუნქტისა, მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა, მე-16…