1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება.
2. საპენსიო ფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ, ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
4. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312);
5.
(ამოღებულია - 01.11.2023, №3601).
6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საპენსიო სააგენტფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები 1. საპენსიო შენატანები და ისახპებნსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე აისახება. 2. საპენსიო სააგენტფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დისტანციური, ელექტრონულ ხელმისაწვდომითობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დაადგენტოილი წესების შესაბამისად. 3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 4. ს(აპმოღენსბულიო სა - 27.06.2024, №4312); 5. (აგენტმო შღებულია - 01.11.2023, №3601). 6. მუშონავებწილის და ეგროვნულ ებითი საპენკსიო სქემიდასნ გასვლის, მტკიცს მიებლად წარუდგ პენსიის ან/და საპენსიო აქტივების ღისრებულად მიღების შემდეგ ამოთვნაწილის მეთოინდოლოგივიდუას. 5. თლური საპენსიო სააგენტო დგარიში ადგენს, რომ დამსაქმტიური ხდებელმა, დთუმცა სარ უქმდებუა. ყოფილი მა აონაწილისთვითდასაქმ/პებულმა ზედმეტი თანხა შესიტანა, ზედის მიმღეტბისთანხვის ადმინისტრირება გა ინხორცდიელვიდებუალური საპენსიო საანგარიში ხენტოს ლმიერ განსაზღწვრულდომი წრჩესითბა.