1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4312
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე 1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მონაწილსი ს საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოიეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ა/პორტფექვლის ემდებართეულები ა აღსრულებას, არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ა/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციააგლიზენტბული დეპოზიტარის გაკონ აქტრივების მასაში და მართზვე არ ლიმ კოქმედებს რპანიმე სახის (კომპანგარიშებისწ) გაკოტრების პროცედურმასაში.