1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.
3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.
4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3601
წინა რედაქცია (06.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა 1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქმალმაკაცის შემთხვევაში −) ან 55 წელი), (ქალის შემთხდვებვაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტირს საფუძველზე პი ხრველფი საპენსიო შენატანის მგანხორციღელებისთანავე. 2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად. 3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქმალმაკაცის შემთხვევაში −) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), დაგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებია ნ ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად. 4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქმალმაკაცის შემთხვევაში −) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), დაგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მათის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.