1. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის ნაკლებობით ან და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირება სრულდება ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის გზით.
2. საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორება ავტომატურად იწვევს საპენსიო შენატანის დაზუსტებას. შესაბამისად, თუკი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან/და დეკლარაციის შესწორების შედეგად დგინდება, რომ:
ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას. ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის წარდგენისათვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ ინსტრუქციის საფუძველზე, არაუგვიანეს შეცვლილი ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა;
ბ) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ზედმეტობით ჰქონდა განხორციელებული საპენსიო შენატანი, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დამსაქმებელის/თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას/წარდგენას. ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციით;
გ) დამსაქმებელმა დასაქმებული/პირი არასწორად გააწევრიანა საპენსიო სქემაში, დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა, ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად აინიცირებს ჩანაწერს, აღნიშნული დასაქმებულის/პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე, ხოლო ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციით.
3. ამ მუხლის შესაბამისად საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან შესწორების შედეგად საპენსიო შენატანის კორექტირების ან საპენსიო სქემაში დასაქმებულის გაწევრიანების ფაქტის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანების ოდენობის თანხის დაბრუნება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) ამ მუხლის შესაბამისად, დახურული საპენსიო დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის სახით, შესაბამისი დეკლარაციის დახურვიდან დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
ბ) სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი საპენსიო შენატანის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დეკლარაციის დახურვის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ფონდი საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამის წილს. ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხულ სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდი გადარიცხავს ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზ