1. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რომელზეც კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება კანონი, ფონდი უფლებამოსილია, ასეთ მონაწილეს, მისი დამსაქმებლის/მონაწილის მომართვის გარეშე, გაუუქმოს სქემაში მონაწილეობის სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაწილისათვის სქემაში მონაწილეობის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, ფონდი ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ა) დამსაქმებლის მიერ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ ფონდისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ ჩარიცხვიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

ბ) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ გაწევრიანებულ მონაწილესთან მიმართებით სქემაში მონაწილეობის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, ფონდი ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ა) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე. სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია პირს/დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ თანხის დაბრუნებიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

ბ) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება პირის/დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით.

გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ პირის/დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე;

ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზ