1. დამსაქმებლის, სახელმწიფო დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონული სისტემის, შემოსავლების სამსახურის სისტემის ან საპენსიო ფონდსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს/სახელმწიფო დამსაქმებელს/ თვითდასაქმებულს.
2. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს დასაქმებულის ინფორმირებას ამ ინსტრუქციის საფუძველზე წარდგენილი საპენსიო დეკლარაციის შესაბამისად მისი სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების, საპენსიო შენატანის განულების ან კორექტირების შესახებ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა – ელექტრონული სისტემა. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდზე ფონდის მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას /ელექტრონულ დოკუმენტს, შეტყობინებას ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, ხელმოწერილ დოკუმენტს. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე ფონდის მიერ განთავსებული ნებისმიერი და ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილი თუ შეტყობინება ჩაითვლება აღნიშნული გვერდის მფლობელი დასაქმებულის, მონაწილის ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ოფიციალურად გაცნობილად, ასეთი შეტყობინების, წერილისა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი გვერდის მფლობელის მიერ გაცნობის ან შესაბამის გვერდზე განთავსების თარიღიდან, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გათვალისწინებული შეტყობინებებთან/დოკუმენტებთან მიმართებით მეშვიდე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. საპენსიო ფონდის სხვა ნორმატიული აქტები შესაძლოა ადგენდნენ შესაბამისი ნორმატიული აქტის მიზნებისათვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაცნობის განსხვავებულ წესს და პირობებს, რა შემთხვევაშიც უპირატესობა ენიჭება ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ წესს.
სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინა