თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება, აღნიშნული განხორციელდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით, იმ განსხვავებით, რომ მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისა