1. ამ ინსტრუქციის ფარგლებში საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული ან/და დამუშავებული დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატს ეგზავნება/წარედგინება:

ა) წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით, საპენსიო ფონდისათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნის გზით ან;

ბ) პირადად გადაცემის (საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში) გზით ან;

გ) ელექტრონული ფორმით ელექტრონული სისტემის/ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით გაგზავნის გზით ან;

დ) საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გზით.

2. დოკუმენტის/ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საპენსიო ფონდი, თუკი ამ ინსტრუქციით პირდაპირ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე ან საპენსიო ფონდისათვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/ჩაბარების შემთხვევაში დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება  ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის შესაბამის გვერდზე განთავსებიდან 30-ე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით.

6. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენას ან/და განმეორებით გაგზავნას ადრესატისათვის, თუ ადრესატს ერთხელ უკვე გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.

7. ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე საპენსიო ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

8. საპენსიო ფონდისათვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაცული ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდილი სახით დაინტერესებული პირისთვის გაცემისას, საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი თანამშრომელი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნული ამობეჭდილი დოკუმენტის იდენტურობას შესაბამის ელექტრონულ დოკუმენტთა