1. ელექტრონული სერვისების  გამოყენება, სამინისტროს ქსელთან დაკავშირება და მოხმარება უნდა ხორციელდებოდეს წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად.

2. დაშორებული წვდომა (დაშვება, შეზღუდვა, მართვა) სამინისტროს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ინფორმაციული სისტემების მოწყობილობებზე და მთავარ მონაცემებზე, ექვემდებარება კონტროლს.

3. პრივილეგიების მართვა (დაშვება, შეზღუდვა, მართვა) სამინისტროს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ინფორმაციული სისტემების მოწყობილობებზე და მთავარ მონაცემებზე, ექვემდებარება კონტროლს. სავალდებულოა შეიზღუდოს და გაკონტროლდეს სისტემის პრივილეგიების გამოყენება თითოეული კომპიუტერული მოწყობილობისთვის.

4. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება პაროლების შერჩევის, მოხმარებისა და მართვის პროცესში;

5. ქსელური მომსახურებების გამოყენება, სამინისტროს ქსელთან დაკავშირება და საინფორმაციო სისტემების მოხმარება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესის მიხედვი