1. კალენდარული წლის მეორე სხდომაზე, წევრების საბჭო განსაზღვრავს ბიუჯეტის საერთო მოცულობას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლში,  და მომდევნო კალენდარული წლისთვის თითოეული  წევრის მიერ გადასახდელი შენატანის ოდენობას. ამგვარი შენატანის ოდენობა გამოითვლება თითოეული წევრის მონაწილეობის წილების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლით.

2. წევრების საბჭო განსაზღვრავს ნებისმიერი იმ წევრის საწყისი შენატანის ოდენობას, რომელიც ხდება წინამდებარე შეთანხმების მხარე მისი ძალაში შესვლის შემდეგ. ამგვარი შენატანის ოდენობა გამოითვლება წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად ამგვარი წევრისთვის განსაზღვრული მონაწილეობის წილების საფუძველზე, შესაბამისი წლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის გათვალისწინებით. იმავე კალენდარული წლისთვის სხვა წევრებისთვის დადგენილი შენატანების ოდენობა შეცვლას არ ექვემდებარება.

3. შენატანები ექვემდებარება გადახდას ევროში და გადახდის ვადა დგება ფინანსური წლის პირველი დღიდან, კერძოდ, თითოეული წლის 1 იანვარს. წევრების მიერ შენატანების გადახდის ვადა იმ ფინანსური წლისთვის, რომლის განმავლობაშიც ისინი ხდებიან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები, დგება იმ დღეს, როდესაც ისინი ხდებიან წევრები.

4. თუ შენატანების გადახდის ვადის დადგომიდან ოთხი თვის შემდეგ, რომელიმე წევრს სრულად არ ექნება გადახდილი თავისი შენატანი, აღმასრულებელი სამდივნო შვიდი დღის განმავლობაში წერილობით მიმართავს ამ წევრს გადახდის განხორციელების მოთხოვნით.

5. თუ აღმასრულებელი სამდივნოს მიერ მოთხოვნის წარდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ამ წევრს ჯერ კიდევ არ ექნება გადახდილი თავისი შენატანი, მას შეუჩერდება წევრების საბჭოში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება იმ დრომდე, ვიდრე ის სრულად არ გადაიხდის თავის შენატანს.

ანალოგიური წესით შეუჩერდებათ აღნიშნული წევრის წარმომადგენლებს წევრების საბჭოში, ასევე კომიტეტებსა და ქვე-კომიტეტებში არჩევითი თანამდებობების დაკავებისა და მომდევნო წელს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

6. კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, ან საგანგებო სხდომაზე, რომელიც ჩატარდება შენატანების გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, წევრების საბჭოს ეცნობება იმის შესახებ, თუ რომელიმე წევრს არ გადაუხდია თავისი შენატანი. ამ უკანასკნელის მოსმენისა და მისი სპეციფიკური მდგომარეობის, როგორიცაა, კონფლიქტები, სტიქიური უბედურებები ან საერთაშორისო ფინანსურ მომსახურებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, გათვალისწინების შემდეგ, წევრების საბჭოს, კონსენსუსის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ წევრებთან მიმართებაში, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანება.   წევრების საბჭოს შეუძლია აღმასრულებელი სამდივნოს სამუშაო პროგრამის კორექტირება წევრების მიერ ფაქტიურად გადახდილი შენატანების გათვალისწინებით.

7. წინამდებარე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი წევრის მიერ თავისი შენატანის სრულად გადახდამდე.

8. წევრის მიერ შენატანების ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, წევრების საბჭოს შეუძლია, დავალიანების მქონე წევრის მოსმენის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის წევრობის უფლებების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამ წევრს შეუძლია კვლავ მიიღოს მონაწილეობა სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის მნიშვნელობით.

9. შეთანხმებიდან გასული ნებისმიერი წევრი კვლავ ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება და არ აქვს უფლება მიიღოს მის მიერ უკვე გადახდილი ნებისმიერი ფინანსური შენატანის რაიმე ანაზღაურება.

10. წევრების საბჭოს არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია გაათავისუფლოს რომელიმე წევრი წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულებისგან. წევრების საბჭოს შეუძლია კონსენსუსის საფუძველზე დათანხმდეს მიმდინარე და ყოფილი წევრების ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზ