1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია მიიღოს ზომები კონსულტაციების ჩატარებისა და თანამშრომლობის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის სპეციალიზებულ სააგენტოებთან, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციასთან, სხვა შესაბამის მთავრობათშორის ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან. ამგვარი ზომები შეიძლება მოიცავდეს ფინანსური ტიპის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებების გაფორმებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

2. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსა და ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და/ან ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის  შესახებ  ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც წარმოშობს მნიშვნელოვან ვალდებულებებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის, ექვემდებარება წევრების საბჭოს წინასწარ თანხმობას მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. წინამდებარე მუხლის გამოყენება რეგულირდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპროცედურო წესებით.

თავი IV

ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტე