1. წევრები ერთობლივად ფლობენ 1000 მონაწილეობის წილს. ეს წილები შეესაბამება წევრების ფინანსურ შენატანებს და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებებს.

2. მონაწილეობის წილები წევრებს შორის გადანაწილდება თითოეული წევრის საწყისი მონაცემების პროპორციულად, რომელიც დაანგარიშდება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

q = 1/3 (p1 + p2) + 1/3 (e1 + e2) + 1/3 (i1+i2)

ამ ფორმულაში მოცემული პარამეტრები წარმოადგენს საშუალო სიდიდეებს, რომლებიც გამოხატულია ათასობით მეტრულ ტონაში. ამასთან, მთლიანი რიცხვის – ათასი ტონის ნებისმიერი წილადი მხედველობაში არ მიიღება.

q: საწყისი მონაცემები, რომლებიც გამოიყენება მონაწილეობის წილების პროპორციულად დაანგარიშების მიზნით;

p1: ზეთისხილის  ზეთის წარმოების საშუალო მოცულობა ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლის განმავლობაში;

p2: სუფრის ზეთისხილის წარმოების საშუალო მოცულობა ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლის განმავლობაში, რომელიც ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით;

e1: ზეთისხილის ზეთის ექსპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p1 მაჩვენებლის გამოთვლისას;

e2: სუფრის ზეთისხილის ექსპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p2 მაჩვენებლის გამოთვლისას, და ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის  ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით;

i1: ზეთისხილის ზეთის იმპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p1 მაჩვენებლის გამოთვლისას;

i2: სუფრის ზეთისხილის იმპორტის საშუალო მოცულობა (საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით) ბოლო ექვსი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება წლის ბოლოს – ზეთისხილის თითოეული სამეურნეო წლის შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მიიღება p2 მაჩვენებლის გამოთვლისას, და ექვემდებარება გადაყვანას ზეთისხილის ზეთის ეკვივალენტში გადაყვანის 16 პროცენტიანი კოეფიციენტის გამოყენებით.

3. მონაწილეობის საწყისი წილები მითითებულ იქნება წინამდებარე შეთანხმების A დანართში. ისინი განისაზღვრება მონაცემთა საშუალო სიდიდეების გათვალისწინებით ზეთისხილის ბოლო ექვსი სამეურნეო წლისა და კალენდარული წლისთვის, რომლებზეც არსებობს საბოლოო მონაცემები.

4. არცერთ წევრს არ უნდა გააჩნდეს მონაწილეობის ხუთ წილზე ნაკლები. თუ გამოთვლის შედეგად რომელიმე წევრს აღმოაჩნდება მონაწილეობის  ხუთ წილზე ნაკლები, მისი წილი გაიზრდება ხუთამდე, ხოლო სხვა წევრების მონაწილეობის წილები შემცირდება პროპორციულად.

5. წევრების საბჭო თითოეული კალენდარული წლის მეორე რიგით სხდომაზე ამტკიცებს მონაწილეობის წილებს, რომლებიც გამოითვლება წინამდებარე მუხლის შესაბამისად. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტის შეუზღუდავად, ამგვარი გადანაწილება ძალაშია მომდევნო წლისთვის.

6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მთავრობა, როგორც ეს მითითებულია მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, ხდება ან აღარ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, ან რომელიმე წევრი იცვლის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სტატუსს, წევრების საბჭო უზრუნველყოფს მომდევნო წლისთვის მონაწილეობის წილების გადანაწილებას თითოეული წევრის მონაწილეობის წილების რაოდენობის პროპორციულად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმებაზე შეერთების ან შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ფორმდება, გადანაწილება განხორციელდება მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნებისთვი