1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გააჩნია სამართალსუბიექტობა. კერძოდ, მას გააჩნია უფლებაუნარიანობა გააფორმოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება და შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. ის არ არის უფლებამოსილი ისესხოს ფულადი თანხა.
2. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, ასევე მისი აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და პერსონალის, და წევრთა ექსპერტებისა და დელეგატების სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობასა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შორის „შტაბბინის შესახებ“ შეთანხმებით.
3. იმ სახელმწიფოს მთავრობა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შტაბბინა, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, დაბეგვრისგან გაათავისუფლებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ თავისი თანამშრომლებისთვის გადახდილ ანაზღაურებას და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აქტივებს, შემოსავალსა და სხვა ქონებას.
4. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია ერთ ან რამდენიმე წევრთან გააფორმოს შეთანხმებები ისეთ პრივილეგიებთან და იმუნიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება აუცილებელი იყოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ განსახორციელებლა