1. წევრების საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე ან წარმოდგენილი წევრების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ხმის მიცემის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. წევრები კისრულობენ ვალდებულებას ყველა ძალისხმევას მიმართონ ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის კონსენსუსის გზით რეგულირების მიზნით.
2. წევრების საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, რომ სხდომას ესწრებოდეს ან სხდომაზე წარმოდგენილი იყოს ყველა წევრის არანაკლებ უმრავლესობა, რომლებსაც გააჩნიათ ხმის მიცემის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
3. კონსენსუსი ვრცელდება ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
წევრების გარიცხვა 34-ე მუხლის შესაბამისად;
მე-16 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები;
ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში ან მისი მოქმედების შეწყვეტა 32-ე მუხლისა და 36-ე მუხლის შესაბამისად;
სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. სხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადებში, გამოიყენება ქვემოთ მითითებული პროცედურა:
გადაწყვეტილების მიღება სავაჭრო სტანდარტებთან და საიმპლემენტაციო წესებთან დაკავშირებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის 1(c) პუნქტში
როგორც წესი, წევრების საბჭოს მისაღებად წარედგინება მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებთან მიმართებაშიც მიღწეულ იქნა კონსენსუსი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ თავის საპროცედურო წესებში განსაზღვრულ შესაბამის დონეზე.
თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება შესაბამის დონეზე პროცედურის გამოყენების შედეგად, გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესში წარმოშობილი სირთულეების შესახებ ინფორმაციასა და ნებისმიერ შესაბამის რეკომენდაციასთან ერთად, განსახილველად გადაეცემა წევრების საბჭოს.
წევრების საბჭო შეეცდება შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს იმ წევრებს შორის კონსენსუსის გზით, რომლებიც ესწრებიან ან წარმოდგენილნი არიან სხდომაზე და გააჩნიათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება გადავადდება მომდევნო რიგით ან საგანგებო სხდომამდე.
თუ კონსენსუსის მიღწევა ამ სხდომაზეც ვერ მოხერხდება, გადაწყვეტილების მიღება გადავადდება არანაკლებ 24 საათით.
თუ კონსენსუსი ამ ვადის ფარგლებშიც ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად, თუ მასზე უარს არ იტყვის წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი, ან წევრი ან წევრები მთლიანობაში არანაკლებ 100-პროცენტიანი მონაწილეობის წილით.
(b) ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე მუხლის მე-4(a) პუნქტში
თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდება თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, წევრები კენჭისყრას ჩაატარებენ ქვემოთ მოცემული დებულებების შესაბამისად:
ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად, თუ მას მხარს უჭერს წევრების უმრავლესობა, რომლებზეც მოდის წევრთა არანაკლებ 86-პროცენტიანი მონაწილეობის წილით წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
5. წინამდებარე მუხლში მითითებული კენჭისყრისა და წარმომადგენლობის პროცედურები არ ვრცელდება იმ წევრებზე, რომლებიც არ ასრულებენ წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუ საბჭო ამავე მუხლის შესაბამისად სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6. წევრების საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები თავმჯდომარესა და წევრებს შორის კორესპონდენციის გაცვლის გზით, სხდომის ჩატარების გარეშე, იმ პირობით, თუ ამ პროცედურის წინააღმდეგი არ არის არცერთი წევრი, გარდა დავალიანების მქონე წევრებისა. ამგვარი საკონსულტაციო პროცედურის გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს წევრების საბჭო თავის საპროცედურო წესებში. ამგვარი წესით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აღმასრულებელი სამდივნოს მიერ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ეცნობება ყველა წევრს და ის შეტანილ იქნება წევრების საბჭოს მომდევნო სხდომის დასკვნით ანგარიშშ