1. ფინანსური წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. დგება ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც შედგება ორი სექციისგან:

სექცია I: ადმინისტრაციული სექცია;

სექცია II: ოპერაციული სექცია, რომელიც, კერძოდ, მოიცავს სტანდარტიზაციის, ტექნიკური თანამშრომლობისა და სარეკლამო საქმიანობას.

წევრების საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ნებისმიერი დამატებითი ქვესექციის შექმნის შესახებ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზნების გათვალისწინებით.

3. ბიუჯეტი ფინანსდება:

თითოეული წევრის შენატანით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი მისი მონაწილეობის  წილის პროპორციულად;

წევრების სუბსიდიებითა და ნებაყოფლობითი შენატანებით, რომლებიც რეგულირდება  ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსა და დონორ წევრს შორის გაფორმებული შეთანხმების დებულებებით;

შემოწირულობებით მთავრობების მხრიდან და/ან სხვა წყაროებიდან;

სხვა ფორმით განხორციელებული შენატანებით, მომსახურებების, სამეცნიერო-ტექნიკური აპარატურისა და/ან პერსონალის ჩათვლით, რომლებსაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ დამტკიცებული პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ნებისმიერი სხვა შემოსავლით.

4. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ შეიძლება მოიპოვოს აუცილებელი ფინანსური და/ან ტექნიკური დახმარება კომპეტენტური საერთაშორისო, რეგიონული ან ეროვნული ორგანიზაციებიდან, ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა ფორმით. ზემოაღნიშნული თანხები წევრების საბჭოს მიერ აისახება თავის ბიუჯეტში.

5. ის საბიუჯეტო თანხები, რომლებიც ვერ იქნა ათვისებული ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, გადავა მომდევნო კალენდარულ წლებზე ბიუჯეტის საავანსო დაფინანსების სახით, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური დებულები