1. საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს ფინანსურ კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი.

2. საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს წინა კალენდარული წლის ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც დამოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, წარედგინება ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს. ანგარიშების შემოწმების შემდეგ, კომიტეტი, კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, წევრების საბჭოს წარუდგენს თავის დასკვნას დასამტკიცებლად და გამოსაქვეყნებლად.

ზემოაღნიშნული აუდიტორული სამუშაოს შესრულებისას, დამოუკიდებელი აუდიტორები შეამოწმებენ  მოქმედ ფინანსურ დებულებასთან შესაბამისობას, ასევე შიდა კონტროლის არსებულ მექანიზმებს და ჩატარებული სამუშაოს შედეგებსა და გამოვლენილ შეუსაბამობებს ასახავენ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს.

ეს აუდიტორული ანგარიში წარედგინება წევრების საბჭოს თავის პირველ რიგით სხდომაზე.

წევრების საბჭო დანიშნავს დამოუკიდებელ აუდიტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წლიური ანგარიშების შემოწმებასა და ზემოაღნიშნული ანგარიშის შედგენაზე, როგორც ფინანსური დებულების, ისე მისი გამოყენების პროცედურების შესაბამისად.

3. ამასთან, წევრების საბჭო, კალენდარული წლის პირველ რიგით სხდომაზე, შეისწავლის და დაამტკიცებს ფინანსურ ანგარიშს წინა კალენდარული წლისთვის, რომელიც  შეეხება:

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფონდების, აქტივებისა და ფულადი სახსრების მართვის შემოწმება;

ფინანსური ოპერაციების სისწორე და მათი შესაბამისობა მოქმედ წესებთან და ნორმებთან, ასევე საბიუჯეტო დებულებებთან.

4. ოპერაციების შემდგომ კონტროლს უზრუნველყოფენ გარე აუდიტორები ფინანსური დებულების შესაბამისად.

5. რისკების ანალიზის საფუძველზე, არანაკლებ სამ წევრს შეუძლია მიმართოს საბჭოს ნებართვის თხოვნით, რათა განახორციელოს კონტროლი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქმიანობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა მოქმედ წესებთან და სტაბილური ფინანსური მართვისა და ტრანსპარენტულობის პრინციპებთან.

კონტროლი განხორციელდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი სამდივნოს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საპროცედურო წესებით განსაზღვრული წესებისა და პროცედურებისა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფინანსური დებულების შესაბამისად.

შესაბამისი ანგარიში წევრების საბჭოს წარედგინება ანგარიშის დასრულების შემდეგ პირველ პლენარულ სხდომაზ