1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრები კისრულობენ ვალდებულებას წინამდებარე შეთანხმების B და C დანართებში მითითებული დასახელებები გამოიყენონ თავიანთ საერთაშორისო ვაჭრობაში და პოპულარიზაციას გაუწევენ მათ გამოყენებას თავიანთ შიდა ვაჭრობაში.

2. წევრები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ზომები თავიანთ შიდა და საერთაშორისო ვაჭრობაში დასახელების „ზეთისხილის ზეთი“ დამოუკიდებლად ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში გამოყენების წინააღმდეგ, რაც წინამდებარე შეთანხმებასთან შეუსაბამობაშია. დაუშვებელია დასახელების „ზეთისხილის ზეთი“ გამოყენება ზეთისხილის ნაწნეხისგან  მიღებული ზეთის აღსანიშნავად.

3. წევრების საბჭო განსაზღვრავს ხარისხისა და სისუფთავის კრიტერიუმებს, რომლებიც გამოიყენება წევრთა საერთაშორისო ვაჭრობაში.

4. წევრები თავიანთ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების (TRIPS-ის შეთანხმება) 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება, მოქმედი საერთაშორისო წესების, პროცედურებისა და ვალდებულებების, კერძოდ, TRIPS-ის შეთანხმების 1-ლი მუხლის შესაბამისად.

5. მოთხოვნის შემთხვევაში, წევრები გაცვლიან ინფორმაციას იმ გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომლებიც სარგებლობენ დაცვით თავიანთ ტერიტორიებზე, კერძოდ, იმ მიზნით, რომ გააძლიერონ მათი სამართლებრივი დაცვა ნებისმიერ იმ პრაქტიკასთან მიმართებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მათ ნამდვილობაზე, ან ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას.

6. წევრებს უფლება აქვთ მიიღონ ინიციატივები, რომელთა მიზანია მომხმარებელთა ინფორმირება თავიანთ ტერიტორიებზე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების კონკრეტული თავისებურებების შესახებ და ამგვარი აღნიშვნების მნიშვნელობის გაძლიერება, მოქმედი სამართლებრივი დებულებების შესაბამისა