1. ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას და რომელიც არ არის დარეგულირებული მოლაპარაკებათა გზით, რომელიმე იმ წევრის, ან წევრების მოთხოვნით, რომელიც/რომლებიც წარმოადგენს/წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მხარეს, გადაეცემა წევრების საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი წევრის ან წევრების დაუსწრებლად, მას შემდეგ რაც, საჭიროების შემთხვევაში, მოისმენს საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნას. ამგვარი ჯგუფის შემადგენლობა და საქმიანობის დეტალები განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
2. საკონსულტაციო ჯგუფი დასაბუთებულ დასკვნას წარუდგენს წევრების საბჭოს, რომელიც ნებისმიერ გარემოებაში გადაწყვეტს დავას, ყველა შესაბამისი ფაქტის შესწავლის შემდეგ.
3. ნებისმიერი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე წევრმა, თავმჯდომარემ ან ვიცე-თავმჯდომარემ – თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებისას ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობები, საჩივრის წარმდგენი წევრის მოთხოვნით, გადაეცემა წევრების საბჭოს. საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მხარის ან მხარეების დაუსწრებლად, მას შემდეგ, რაც გამართავს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან და, საჭიროების შემთხვევაში, მოისმენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებული საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნას. ამ პუნქტის გამოყენება დეტალურად განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
4. თუ წევრების საბჭო ჩათვლის, რომ რომელიმე წევრმა წინამდებარე შეთანხმების დებულება დაარღვია, მას შეუძლია ამ წევრს დააკისროს სანქციები, დაწყებული უბრალო გაფრთხილების მიცემით და დამთავრებული წევრების საბჭოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების შეჩერებით, მანამ სანამ ეს წევრი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ან, 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ამ წევრს აუკრძალოს შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება. ამ წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ბოლო ინსტანციაში.
5. თუ წევრების საბჭო ჩათვლის, რომ თავმჯდომარემ ან ვიცე-თავმჯდომარემ – თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებისას ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები წინამდებარე შეთანხმების ან საპროცედურო წესების შესაბამისად, მას შეუძლია, დამსწრე წევრთა არანაკლებ 50 პროცენტის მოთხოვნით, მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების ან საპროცედურო წესების შესაბამისად თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარისთვის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ერთი სხდომის ან უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შეჩერებისა და საბჭოს წევრთაგან მისი შემცვლელის დანიშვნის შესახებ. ამ პუნქტის გამოყენება დეტალურად განისაზღვრება საპროცედურო წესებით.
6. ნებისმიერი დავის შემთხვევაში, რომელიც შეეხება ზეთისხილის ზეთებთან, ზეთისხილის ნაწნეხის ზეთებთან და სუფრის ზეთისხილთან დაკავშირებულ გარიგებებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეუძლია შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს წევრებს ნებისმიერი ამგვარი დავის რეგულირების მიზნით საერთაშორისო მომრიგებლური და საარბიტრაჟო ორგანოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირები