1. ხელმომწერ მთავრობას, რომელიც მიზნად ისახავს წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, ან ნებისმიერ მთავრობას, რომლისთვისაც წევრების საბჭომ დაადგინა შეერთებისპირობები, მაგრამ მან ჯერ ვერ შესძლო თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემა, შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ის გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების დროებით საფუძველზე, მას შემდეგ რაც ის ძალაში შევა 31-ე მუხლის შესაბამისად, ან, თუ ის უკვე ძალაშია, კონკრეტული თარიღიდან.
2. მთავრობა, რომელმაც წარადგინა შეტყობინება დროებითი გამოყენების შესახებ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებას გამოიყენებს მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, ან, თუ ის უკვე ძალაშია, კონკრეტული თარიღიდან, და ამ მომენტიდან ის იქნება ხელშემკვრელი მხარე. ის დარჩება ხელშემკვრელ მხარედ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღამდ