1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი მთავრობისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში, რომელსაც შეუძლია მიუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას წევრების საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებით, როგორიცაა, კერძოდ, მონაწილეობის წილების რაოდენობა და შეერთების დოკუმენტების შესანახად გადაცემის ვადა. წევრების საბჭო აღნიშნული პირობების შესახებ აცნობებს დეპოზიტარს. შეერთების პროცესის დაწყებისა და შეერთებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცედურა და მასთან დაკავშირებული დებულებები წევრების საბჭოს მიერ განისაზღვრება საპროცედურო წესებში.

2. შეერთებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია საპროცედურო წესებით, წევრების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შეერთების შესახებ, მე-10 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

3. შეერთების შემდეგ, ხელშემკვრელი მხარე, შეერთების პირობებში განსაზღვრულ მონაწილეობის  წილებთან ერთად, შეტანილ იქნება წინამდებარე შეთანხმების A დანართში.

4. შეერთება ხორციელდება შეერთების დოკუმენტის დეპოზიტარისთვის შესანახად გადაცემის გზით. შეერთების დოკუმენტებში მითითებულ უნდა იქნეს, რომ მთავრობისთვის მისაღებია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებ