26-ე მუხლის შეუზღუდავად, თუ წევრების საბჭო მიიჩნევს, რომ რომელიმე წევრი არღვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, და ასევე მიიჩნევს, რომ ეს დარღვევა მნიშვნელოვნად აფერხებს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებას, მას შეუძლია, სხვა წევრების მიერ კონსენსუსით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე და შესაბამისი წევრის დაუსწრებლად, გარიცხოს ეს წევრი წინამდებარე შეთანხმებიდან. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო დაუყოვნებლივ აცნობებს დეპოზიტარს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. წევრი აღარ იქნება წინამდებარე შეთანხმების მხარე წევრების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის შემდეგ. არანაირი ახალი ფინანსური ვალდებულება არ წარმოიშობა წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდა