1. წინამდებარე შეთანხმება საბოლოოდ ძალაში შევა 2017 წლის 1 იანვარს, იმ პირობით თუ წინამდებარე შეთანხმების A დანართში მითითებული ხელშემკვრელი მხარეებიდან არანაკლებ ხუთმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომლებზეც მოდის მონაწილეობის წილების 80 პროცენტი მონაწილეობის წილების საერთო რაოდენობიდან, რომელიც შეადგენს 1000-ს, საბოლოოდ ხელი მოაწერა წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინა მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან მიუერთდა მას.
2. თუ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა 2017 წლის 1 იანვარს, ის ძალაში შევა დროებით, თუ ამ თარიღისთვის, ხელშემკვრელმა მხარეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულ მონაწილეობის წილებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საბოლოოდ ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან აცნობეს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ისინი დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას.
3. თუ ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ძალაში შესვლის მოთხოვნები არ იქნება შესრულებული 2016 წლის 31 დეკემბრისთვის, დეპოზიტარი იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებმაც საბოლოოდ ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას, ან მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან აცნობეს დეპოზიტარს იმის შესახებ, რომ ისინი დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას, შესთავაზებს მიიღონ გადაწყვეტილება შევა თუ არა წინამდებარე შეთანხმება ძალაში საბოლოოდ ან დროებითად მათ შორის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, იმ თარიღიდან, რომელზეც მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ.
4. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც შესანახად გადასცემს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამგვარი დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდა